fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ჩემი გოგონას შვილად აყვანის პროცესში მშობლები გვერდით მედგნენ” – ცნობილი დიზაინერი, ხრისტინა კონტოვა

ცნობილი დიზაინერი, ხრისტინა კონტოვა სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად გვიზიარებს თავის პატარა გოგონასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. დიზაინერმა 2021 წელს შვილად უგანდელი გოგონა, ადა აიყვანა, რომელსაც მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ბევრ დროს უთმობს.

ქ-ნ ხრისტინა საუბრობს, როგორი იყო ადასთან პირველი შეხვედრა და აღნიშნავს, თუ როგორი ბედნიერია, რომ შვილად აყვანის პროცესი მთლიანად არის დასრულებული.

“წელს უკვე ოფიციალურად დედა ვარ. შარშანაც მყავდა ადა, მაგრამ ახლა საბუთებთან დაკავშირებითაც ყველაფერი მოგვარებულია. როდესაც ჩემს გოგონას პირველად შევხვდი, უგანდურ დიალექტზე საუბრობდა, პირველივე წუთიდან ბერძნულად ვესაუბრებოდი, იმ წარმოდგენით, რომ ყველაფერი ესმოდა… ჰოდა, ორ თვეში ბერძნულად ლაპარაკი დაიწყო. 1 წელზე მეტია, რაც სუფთად საუბრობს.

ცხოვრებაში ორჯერ ვიყავი ფეხმძიმედ და არცერთხელ არ მივიდა ეს პროცესი ბოლომდე, ამიტომ ვამბობ, რომ ცხოვრებაში არაფერია გარანტირებული. ძალიან რთულია უგანდიდან ბავშვი იშვილო, გადიხარ გასაუბრებებს, დიდ პროცესს. 13 თვე ვიყავი იქ და წარმოიდგინეთ, რომ ეს კიდევ სწრაფად დასრულდა, გვქონდა სასამართლოები, შემოწმებას ატარებდნენ სოციალური მუშაკები, ბავშვი ადვილად გეჩვევა და მიჯაჭვული ხდება შენზე, რთული ის არის, რომ შენ გააკეთო იგივე,” ამბობს დიზაინერი.

ქ-ნ ხრისტინა განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ მშობლები ადას შვილად აყვანის პროცესში მუდმივად გვერდში ედგნენ და მხარს უჭერდნენ.

 

onalem

ტესტ