fbpx
საზოგადოება

“უსახლკარო არ ვარ, ფულიც მაქვს, მაგრამ ქუჩაში ჩემი სურვილით მძინავს” – უცნაური შემთხვევა ქსანთიში

უცნაური შემთხვევა ქსანთიში მოხდა. ადგილობრივებმა შენიშნეს მამაკაცი, რომელსაც ქუჩაში, სიცივეში საბანში გახვეულს ეძინა და იფიქრეს, რომ უსახლკარო იქნებოდა, რის გამოც პოლიციაში დარეკეს, რათა სპეციალურად მათთვის განკუთვნილ თბილ გარემოში გადაეყვანათ.

მიუხედავად მათ მიერ გამოჩენილი სიკეთისა, მამაკაცმა სასტიკი უარი განაცხადა სადმე წასვლაზე და ოფიცრებს უთხრა, რომ ქუჩაში საკუთარი სურვილით ეძინა.

როგორც გაირკვა ის ესპანეთის მოქალაქეა.

ქსანთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მან შეთავაზებულ საჭმელზე უარი თქვა, რადგან თანხა საკმარისად ჰქონდა თავის გამოსაკვებად და არც უსახლკარო იყო.

ამ დრომდე გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა ესპანელმა მამაკაცმა ქუჩაში, საშინელ სიცივეში ცხოვრება იმის პარალელურად, რომ უსახსრობა არ აწუხებს.

onalem

ტესტ