fbpx
საზოგადოება

ატირებული ბერძენი ექიმი, რომელიც საკუთარ ექიმ ძმას ესპანეთში ესაუბრებოდა, სადაც ერთ დღეში 738 ადამიანი დაიღუპა

კადრებს, რომლებიც ტელეკომპანია Mega-ზე გავიდა, ცრემლის გარეშე ვერ უყურებთ… ბერძენმა ექიმმა ვაგელის პაპუციდაკისმა ესპანეთიდან, კერძოდ კი, ბარსელონადან ისაუბრა და აღწერა ის ტრაგიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაში არსებობს. ხოლო მისმა ასევე ექიმმა ძმამ, რომელიც პირდაპირ ეთერში კრეტადან ერთვებოდა და მის საუბარს ისმენდა, ცრემლი ვერ შეიკავა. მამაკაცი ატირდა, რადგან საკუთარი ძმა ყოველდღე სიკვდილს უყურებს თვალებში.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 49.515 შემთხვევა ფიქსირდება.

“ეს აღარ არის პროფესია. ჩვენ ომის მდგომარეობაში ვგრძნობთ თავს და როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა კიდევ ორი თვის მანძილზე შენარჩუნდება. მე ურთიერთობა მაქვს ყველაზე მსუბუქ პაციენტებთან, ყოველდღე ვხვდები 30-დან 50 წლამდე ადამიანებს, პნევმონიით. ზოგიერთის მდგომაროება იმდენად სერიოზულია, რომ მართვით სუნთქვაზე გადაგვყავს.

რეანიმაცია სავსეა და ინციდენტების რიცხვი ყოველდღე იზრდება. მომდევნო კვირას კიდევ უფრო გაზრდას ველით. ორი კვირის შემდეგ, ვინც ვერ ხდება კარგად, ინტენსიური მკურნალობა სჭირდება და ჩვენ არ გვექნება რესპირატორიც კი, რომ მივაწოდოთ. პირველი ორი ექიმი დღეს დაიღუპა.

ერთ დღეში ბევრი ადამიანი კვდება. მოხუცები საავადმყოფოში აღარც კი მოდიან. აქ საერთოდ აღარც კი შემოჰყავთ. დღეს 32 ადამიანი ვნახე, 30-დან 50 წლამდე და მათი მდგომაროება სერიოზულია. ხოლო იტალიაში რეანიმაციულში მყოფთა ასაკი 60 წელს ზემოთაა. დღეს დაიღუპა ექიმი, რომელსაც სიმპტომებიც კი არ ჰქონდა. სახლში დაახლოებით 12 საათში გარდაიცვალა. თუ ჰოსპიტალიზაცია ბევრ ადამიანს დასჭირდება, ჩვენ მათ უბრალოდ ვერსად დავაწვენთ. ჩემი როლია, გადავწყვიტო, ვინ შემოვა საავადმყოფოში და ვინ გადაიტანს პნევმონიას სახლში. ეს არ არის ადვილი,” ამბობს ბერძენი ექიმი.

ესპანეთი 3.434 გარდაცვლილს ითვლის და არის ქვეყანა, რომელმაც იტალიის შემდეგ, ჩინეთს გადაუსწრო.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ