fbpx
საზოგადოება

ელენა პაპარიზუმ ტონი მავრიდისს სასამართლო მოუგო

როგორც უკვე ცნობილია, ტონი მავრიდისმა ათენის პროკურტურაში ელენა პაპარიზუს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ის მომღერალს თანხის გაფლანგვაში სდებდა ბრალს.

საბოლოოდ, სასამართლო ელენა პაპარიზუს გამარჯვებით დასრულდა. როგორც espresso იტყობინება, მავრიდისი ჩიოდა, რომ პაპარიზუმ მათი ერთად ყოფნის დროს შეგროვებული თანხა, რომელიც მასაც ეკუთვნოდა, მასთან შეუთანხმებლად გაფლანგა. ასევე, აღნიშნავს, რომ პაპარიზუს თითოეულ წარმატებაში უდიდესი წვლილი თავად აქვს და ყველაფერი მისი დამსახურებაა.

საჩივრის შეტანის შემდეგ, პროკურორმა წინასწარი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, რათა დადგენილიყო მიუძღვის თუ არა ბრალი ცნობილ ვარსკვლავს თავისი ყოფილი პარტნიორისა და პროდიუსერის წინაშე. თუმცა, მავრიდის მოლოდინები არ გამართლდა. ვერანაირი მტკიცებულება პაპარიზუს ბრალეულობისა გამომძიებელმა ვერ აღმოაჩინა.

საქმეში ჩართული იყო სპეციალური ექსპერტიც, თუმცა, ტონი მავრიდის სარჩელი საბოლოოდ არაადეკვატურად შეფასდა და საქმე დაიხურა.

onalem

ტესტ