fbpx
საზოგადოება

“მე თქვენ ვერ გხედავთ, მხოლოდ ხმით გარჩევთ” – MasterChef-ის მონაწილე, რომელიც 95%-ით უსინათლოა

ბერძნული MasterChef-ის გუშინდელ ეპიზოდში ვასილის გამოსვლა ნამდვილად ყველაზე ემოციური იყო. 36 წლის მონაწილემ, რომელსაც მხოლოდ 5%-იანი მხედველობა აქვს, შეძლო და მოამზადა არა მხოლოდ უგემრიელესი კერძი, არამედ ეს ყველაფერი დიდი კულინარიული კულტურით გააკეთა და მსაჯები აღაფრთოვანა.

“მინდა დავამტკიცო, რომ ჩემნაირ ადამიანსაც შეუძლია შევიდეს სამზარეულოში. მე თქვენ ვერ გხედავთ, მხოლოდ ხმით გარჩევთ,” უთხრა მან მსაჯებს.

ვასილიმ პირველ თვალში მხედველობა 12 წლის ასაკში დაკარგა, როდესაც სკოლაში ინციდენტი შეემთხვა და მთავარი ნერვი დაუზიანდა, ხოლოდ მეორე თვალზე პრობლემა 24 წლის ასაკში შეექმნა, როდესაც ოპტიკური ნერვის ატროფია დაუდგინდა… მას შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ 5%-ით ხედავს.

ლეონიდას კუცოპულომ საკმაოდ გულისამაჩუყებელი კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას მიუთითა, რომ განსაკუთრებული პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ შშმ პირების მიმართ და პირველი “კი” თქვა, რამაც ვასილი აატირა.

ცხადია, მან სამი “კი” და წინსაფარი მოიპოვა.

onalem

ტესტ