fbpx
მსოფლიო

“ვირუსის გვეშინია, დაუჯერებელი პანიკაა… ხელებს ყოველ წუთს ვიბანთ” – ბერძნები ჩინეთიდან

კორონა ვირუსით გამოწვეული გარდაცვალების ფაქტების ფონზე ჩინეთი პანიკაშია, თუმცა, თემას განიხილავს მთელი მსოფლიო, რადგან ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები უკვე ევროპაშიც ფიქსირდება. მედიასთან საუბრობენ ბერძნები, რომლებიც ჩინეთში ცხოვრობენ და როგორც ირკვევა, საშინელ პანიკაში არიან:

“ეს მომაკვდინებელი ვირუსია და სიტუაცია ძალიან რთულია. წარმოუდგენელი პანიკაა, რადგან ვირუსი უეცრად აღმოცენდა. ბერძნები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ძალიან შეშინებულები არიან. ჩვენ ყოველ წუთს ვიბანთ ხელებს და ვატარებთ ნიღბებს. აფთიაქები ამ ყველაფრით სარგებლობენ და მაგალითად, თუ ნიღაბი აქამდე 5 ევრო ღირდა, ახლა 15 ევროდ ყიდიან. ბევრ ჩინელს ვხედავ, რომელიც ქუჩაში ნიღბის გარეშე მოძრაობს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ვირუსი ზღვის პროდუქტიდან გავრცელდა. ჯერჯერობით ჩინეთში არცერთი ბერძენი არ არის დაინფიცირებული,” ამბობს კონსტანტინოს კუმანისი.

აღსანიშნავია, რომ კორონა ვირუსი ჩინეთის გარდა დაფიქსირებულია კიდევ 15 სხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში.

ჩინეთის ქალაქი ნამდვილ მოჩვენებად არის ქცეული, რადგან გარეთ არავინ დადის, ყოველ შემთხვევაში ნიღბის გარეშე. მათ ასევე აკრძალული აქვთ შიდა მოგზაურობაც კი, რათა არ მოხდეს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება.

onalem

ტესტ