fbpx
მსოფლიო

IKEA მეორადი, განახლებადი ავეჯისა და ინტერიერის ნივთების მაღაზიებს ხსნის

ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შვედური კომპანია ექსკლუზივს გვთავაზობს. როგორც ირკვევა, IKEA-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გახსნას მაღაზიები, სადაც გაიყიდება მეორადი ავეჯი, ასევე ინტერიერის სხვადასხვა განახლებადი ნივთები.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ასეთი მაღაზია თავად შვედეთში გაიხსნება წლის ბოლოსთვის, ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომელიც, ცხადია, გაფართოვებას ემსახურება. მათი გეგმა შემდეგია, რომ დაარწმუნოს სხვა მაღაზიები მიიტანონ თავიანთი დაზიანებული ავეჯი, რომელსაც შემდეგ IKEA აღადგენს და გაყიდის.

კომპანიის დირექტორი, ჯონას კარლეჰედი აპირებს, რომ 2030 წლისთვის 70%-ით შეამციროს კლიმატზე ნეგატიური ზეგავლენა და გამოიყენოს მხოლოდ გადამუშავებადი და განახლებადი მასალები.

 

onalem

ტესტ