fbpx
მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროვიზია 2020 გაუქმდა!

ევროვიზიის კონკურსი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო გაუქმდა. ამის შესახებ კონკურსის ორგანიზატორების განცხადებაშია ნათქვამი.

“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენიმე ალტერნატივა განვიხილეთ, რაც კონკურსის ჩატარების საშუალებას მოგვცემდა. თუმცა, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შეზღუდვების გამო ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების გაუქმების შესახებ. მომღერლების, გულშემატკივრების, ვიზიტორების, კონკურსის ორგანიზებაში ჩართული ხალხის ჯანმრთელობა ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი ფაქტორი იყო”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

onalem

ტესტ