fbpx
მსოფლიო

კიევში საბერძნეთის ელჩმა ქალაქი სასწრაფოდ დატოვა, თანამშრომელთა გამოყვანა ნელ-ნელა განხორციელდება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განგაშის ზარს რეკს კიევში მყოფი თანამემამულეებისათვის, რომ იქაურობა დატოვონ.

ირკვევა, რომ კიევში საბერძნეთის ელჩმა დედაქალაქი უკვე საკმაო ხანია დატოვა, საკუთარი მოთხოვნით, რომელიც მალევე დაუკმაყოფილდა, ხოლო საელჩოს თანამშრომლებიც იგივე გზას ადგანან. საბერძნეთის სხვა მოქალაქეების გამომგზავრება, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ, სახმელეთო გზით განხორციელდება.

ამ დრომდე ფუნქციონირებენ გენერალური საკონსულოები ოდესასა და მარიუპოლში.

როგორც საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, გეგმა ბერძნების სამშობლოში დასაბრუნებლად შემუშავებულია და იდეალურად ერგება საომარ მდგომარეობას, რომელიც უკრაინაშია შექმნილი.

onalem

ტესტ