fbpx
მსოფლიო

საბერძნეთის პოლიციამ უკრაინაში მყოფ ჟურნალისტებს ტყვიაგაუმტარი ჟილეტები გაუგზავნა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ უკრაინაში მომუშავე ბერძენ ჟურნალისტებსა და გადამღებ ჯგუფებს ჯავშანჟილეტები გაუგზავნა. სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ გადაწყვიტა, რომ საელჩოსთან თანამშრომლობის საფუძველზე, კრიტიკულ ზონებში მყოფი ბერძენი ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ეზრუნა.

როგორც ირკვევა გაიგზავნა სპეციალური აღჭურვილობა: ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა ნითები, რომლებიც მიეწოდებათ უკრაინაში მომუშავე ბერძენ ჟურნალისტებს. ტექნიკის უსაფრთხო გადატანას უზრუნველყოფს ოთხი პოლიციელი, რომელიც სპეციალური მისიით გაემგზავრა.

ისევე როგორც ქართველი ჟურნალისტები, ბერძნებიც პირველივე წუთებიდან აშუქებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მათ განვითარებას.

 

onalem

ტესტ