fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკი ზელენსკისთან სატელეფონო კომუნიკაციაზე – სრული მხარდაჭერა საბერძნეთისგან უკრაინას

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკის, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მიცოტაკიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამ ურთულეს წუთებში ზელენსკის და გაიმეორა, რომ ის პირველივე წუთებიდან ემხრობოდა აზრს, დაეწესებინა ევროპას უმკაცრესი სანქციები რუსეთისთვის.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი მზად არის გაუწიოს უკრაინას ყველანაირი სახის დახმარება, რასაც ის მოითხოვს და აღნიშნა, რომ საკონსულოები ოდესასა და მარიუპოლში ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ.

ზელენსკიმ მიცოტაკის მადლობა გადაუხადა სოლიდარობის გამოცხადებისთვის და იმისთვის, რომ საკმაოდ მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა, რუსეთის წინააღმდეგ.

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში სამედიცინო აღჭურვილობას აგზავნის.

onalem

ტესტ