fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის პრემიერის, კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო განცხადებები თურქეთის პროვოკაციებზე

კირიაკოს მიცოტაკი თურქულ პროვოკაციებს საგანგებო განცხადებებით გამოეხმაურა. კერძოდ, საბერძნეთის პრემიერის სიტყვით გამოსვლა მოიცავდა შემდეგს:

“საბერძნეთი არის ძლიერი და ამაყი ქვეყანა. ევროპული ოჯახის წევრი და აღმოსაველთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სტაბილურობის სვეტი. ჩვენ მუდმივად ერთგულნი ვრჩებით საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების, ასევე, კეთილმეზობლური კანონების მიმართ. ვართ მშვიდობის ხიდების, რწმენისა და თანამშრომლობის ძიებაში.

ჩვენი ქვეყანა არ იმუქრება, მაგრამ ის არც შანტაჟის მსხვერპლი გახდება. ამასთანავე, არ მოითმენს პროვოკაციულ ქმედებებს. სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე შედგა მოლაპარაკება და გაფორმდა შეთანხმება იტალიასთან და ბოლოს ეგვიპტესთან, საზღვაო ზონის დელიმიტაციასთან დაკავშირებით. 

ეს შეთანხმებები ამტკიცებს, რომ თუ არსებობს კარგი დამოკიდებულება და ნდობა, გრძელვადიანი უთანხმოებებიც შეიძლება მოგვარდეს. ჩვენ არ გვეშინია დიალოგის, თუნდაც, ყველაზე რთულის. მზად ვართ გავესაუბროთ ყველა ჩვენს მეზობელს, რადგან გვწამს, რომ ჩვენი პოზიციები კანონიერია. მაგრამ აშკარად არ აქვს აზრი დიალოგს, პროვოკაციებისა და დაძაბულობის პირობებში.

ჩვენ მარტო არ ვართ და ევროპის კავშირი ადასტურებს, რომ ეს საკითხი არ არის მხოლოდ ბერძნულ-თურქული, არამედ ეს არის საკითხის ევროპასა და თურქეთს შორისაც.

აგრესიული პოლიტიკის კურსით სვლა არის ის, რაც მხოლოდ ერთ გზას ტოვებს, მკაცრი სანქციების დაწესებას მის წინააღმდეგ. 

არცერთი გამოწვევა არ დარჩება პასუხის გარეშე. ეს ადრეც დავამტკიცეთ პრაქტიკაში და კიდევ დავამტკიცებთ, თუ საჭირო გახდა.”

 

onalem

ტესტ