fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთში რეკორდი დაფიქსირდა – დღევანდელმა მონაცემებმა ყველა ნიშნულს გადააჭარბა

სამწუხარო ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 262 შემთხვევა ფიქსირდება. ეს არის მონაცემი, რომელიც პანდემიის აფეთქების დროსაც კი არ გვქონია და ნამდვილად არ არის მოვლენების კარგი კურსით განვითარების მანიშნებელი.

ასევე, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 2 ადამიანი, რამაც საერთო ჯამში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი გაზარდა 216-მდე.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 24 პაციენტი და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან გადაყვანილი. მათი საშუალო ასაკი 63 წელია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა განაცხადა, ამ ეტაპზე ვირუსით დაინფიცირებული ხალხის საშუალო ასაკი არის 36 წელი.

თესალონიკში ერთ-ერთ მოხუცთა მოსავლელ ცენტრში კორონავირუსი დაუდგინდა 36 ადამიანს და დაინფიცირების წყარო ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც კონცერტზე იმყოფებოდა უახლოეს წარსულში.

ინფიცირებულთაგან 3 იქ მომუშავე პერსონალიდან არის.

უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმეტესობა უსიმპტომოა. სოტირის ციოდრასი ადგილზე დაუყოვნებლივ ჩავიდა და სიტუაციას მონიტორინგი გაუწია. როგორც თავად ამბობს, მისი მისვლა ძალიან გაუხარდათ და გამოიჩენენ მოთმინებას, რომ ამ ყველაფერმა გადაიაროს.

 

onalem

ტესტ