fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცი მანქანით 13 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ინციდენტი კვირას ღამით, დაახლოებით 01:40 საათზე მოხდა.

ერთ-ერთი გაზეთის ცნობით, კუნძულ როდოსზე, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, მამაკაცმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, მანქანა ვეღარ დაიმორჩილა და დამცავი ბარიერები გაანგრია, შემდეგ კი 13 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

სანახაობა შემზარავია, ხოლო მძღოლის გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, 0% იყო.

იგივე გზაზე მიმავალი მანქანების მძღოლებმა, როდესაც მომხდარი შენიშნეს, მაშინვე პოლიციასა და სასწრაფო დახმარების განყოფილებას შეატყობინეს.

49 წლის მამაკაცი მანქანიდან ამოიყვანეს, თუმცა, როგორც ექიმებმა განაცხადეს, ის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიცია ავარიის ზუსტი მიზეზების დასადგენად მუშაობს.

onalem

ტესტ