fbpx
საბერძნეთი

რა ვითარება იქნება 5 თებერვლისთვის – რა პროგნოზები კეთდება საბერძნეთში?!

პროფესორი დიმოსთენის სარიიანისი აცხადებს, რომ 5 თებერვლამდე ატიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, თვის შუა რიცხვებში სიტუაცია დასტაბილურდება, ხოლო ბოლოსთვის ისევ მოიმატებს და ყოველდღიურად იქნება დაახლოებით 600-მდე შემთხვევა.

სარიიანისი აცხადებს, რომ ახლა ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ხალხის რაოდენობა შემცირდება საჯარო ტრანსპორტშიც. ის ხაზგასმით აცხადებს, რომ ჯობდა სკოლები გახსნილიყო ისე, რომ მოქმედებაში არ ყოფილიყო არც Click Away ანუ მაღაზიები საერთოდ არ გახსნილიყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ატიკის რეგიონში და ზოგადად, წითელ ზონებში, საიუველირო მაღაზიებში არ მოქმედებს Click Inside, ანუ შიგნით შესვლის საშუალება არ იქნება, მომხმარებელმა წინასწარ უნდა შეუკვეთოს ნივთი, დაჯავშნოს ვიზიტი და შემდეგ მაღაზიის შესასვლელიდან წაიღოს შეკვეთა. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად კი, დანიშნული ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა იქნება შიგნით შესვლა და ნივთის მოზომება.

ამ ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ათენის ცენტრზე, სადაც ერმუს ქუჩაზე ხალხის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა იკრიბებოდა, როდესაც მაღაზიები გაიხსნა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ინფიცირების შემთხვევათა მატება და ზომები, რომელთა მიღებაც მთავრობას მოუწია.

ადონის გეორგიადისი აცხადებს, რომ თუკი საზოგადოება მკაცრად არ დაიცავს წესებს, კარანტინი კიდევ უფრო მკაცრი გახდება.

რაც შეეხება ტავერნებსა და კაფეებს, მათი გახსნის საკითხი ამ ეტაპზე არც კი განიხილება.

onalem

ტესტ