fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის განათლების მინისტრი მასწავლებლის საქმის გამოძიებას ითხოვს, რომელმაც 4 წლის ბავშვი, დასჯის მიზნით, სიცივეში დატოვა

საბერძნეთის განათლების მინისტრი ხალკიდაში მომხდარი შემთხვევის გამოძიებას ითხოვს. კერძოდ, საუბარია საბავშვო ბაღის მასწავლებელზე, რომელმაც 4 წლის გოგონა კლასიდან გააგდო, კარი ჩაუკეტა და სიცივეში დატოვა. ეს მან ბავშვის დასჯის მიზნით გააკეთა.

ნიკი კერამეოსი წერს, რომ შემთხვევას აუცილებლად სიღრმისეულად გამოიძიებენ და საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელს არაადამიანური მოპყრობის ბრალდებას წაუყენებენ.

საჩივარში წერია, რომ გოგონა მასწავლებელს ეხვეწებოდა, რომ შიგნით შეეშვა, რადგან ძალიან სციოდა, მაგრამ მან ეს არ გაითვალისწინა.

ირკვევა, რომ საქმეში ჩართულები არიან როგორც საგამოძიებო ორგანოები, ასევე საბავშვო ბაღის დირექტორი.

onalem

ტესტ