fbpx
საბერძნეთი

იშვიათი ფენომენი საბერძნეთში – ჩრდილოეთის ნათება “ავრორა”, რომელმაც უნიკალური სანახობა შექმნა

ჩრდილოეთ საბერძნეთის ცაზე გუშინ ღამით შთამბეჭდავი ფენომენი დაფიქსირდა. საუბარია ჩრდილოეთის ნათებაზე, რომელმაც უნიკალური კადრები შექმნა და ცენტრალური მაკედონიის, სერესის, პიერიისა და თესალონიკის მაცხოვრებლებს წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა.

არქტიკული წრე და სამხრეთ ნახევარსფეროს რეგიონები ითვლება საუკეთესო ადგილად აღნიშნულ ფენომენზე დასაკვირვებლად, აღნიშნულ ფენომენს ეწოდება ავრორა, მაგრამ მისი გამოჩენა ძალიან იშვიათია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია საბერძნეთში.

ავრორა წარმოიქმნება როდესაც შემომავალი “მზის ქარიშხლების ნაწილაკები” ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში არსებულ აირებს ეჯახებიან, რაც მომხიბვლელ ფერთა აფეთქებას ქმნის.

onalem

ტესტ