fbpx
საბერძნეთი

სამსახურიდან გაათავისუფლეს ბერძენი ექიმი, რომელიც სიმსივნით დაავადებულ პაციენტებზე უფასო წამლებს ყიდდა და მკურნალობის კურსში ჩასმას ჰპირდებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურიდან გაათავისუფლეს ცნობილი ონკოლოგი, რომელიც ონკოლოგიურ საავადმყოფოში პაციენტებს თანხებს სძალავდა.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ბერძენი ექიმი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს თანხას ართმევდა წამლებში, რომლებიც მათ წესითა და რიგით უფასოდ ეკუთვნოდათ. ეუბნებოდა, რომ საჭირო იყო გადაეხადათ გარკვეული თანხები, რათა ეს წამლები აეღოთ, ვინაიდან ამ ადამიანებმა უმეტესად არ იცოდნენ რეალობა, უჯერებდნენ და “ყიდულობდნენ” წამლებს, რომლებიც მათთვის სახელმწიფოს მხრიდან უფასოდ იყო გამოყოფილი.

ამას გარდა, როგორც ირკვევა, ონკოლოგი სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეუბნებოდა, რომ თანხის სანაცვლოდ მათ ჩასვამდა მკურნალობის სპეციალურ პროგრამაში, რომელიც მათ გამოჯანმრთელებაში დაეხმარებოდათ. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ პაციენტები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში გადარჩენის მცირე შანსი ჰქონდათ, ებღაუჭებოდნენ იმედს, რომ ეს პროგრამა მათი გადარჩენის შანსი იყო.

 

onalem

ტესტ