fbpx
საბერძნეთი

“ჯერ არ დასრულებულა, ამისთვის ძალიან ადრეა” – ბერძენი სეისმოლოგი ათენის მიწისძვრაზე

ატიკის რეგიონში, 5.3 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, შედარებით სუსტი ბიძგები კვლავ ფიქსირდება. ათენში გუშინ, შუადღის საათებში 4.1 ბალიანი ბიძგი დაფიქსირდა, რაც დედაქალაქისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ბერძენი სეისმოლოგები გარკვეულ განცხადებებს აკეთებენ.

ეროვნული გეოდინამიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გერასიმოს ხულიარასი აცხადებს, რომ პანიკისა და შიშის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, რომ მოსახლეობა მზად იყოს მსგავსი სეისმური ბიძგებისთვის.

“ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ასეთი ბიძგები ნორმალურია. ჯერ არ დასრულებულა, უნდა ვთქვათ, რომ ამისთვის ძალიან ადრეა, მაგრამ რაც მეტი დღე გავა, მით უფრო შემცირდება. მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავარდეს, მაგრამ უნდა იყოს მზად მცირე მიწისძვრებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუკი სახლში ისეთი მძიმე საგნები გაქვთ, რომლებიც შესაძლოა გადმოვარდეს, უმჯობესი იქნება, თუ გააკავებთ მათ,” აცხადებს ხულიარასი.

ხულიარასი სეისმურ ბიძგებს მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებს.

onalem

ტესტ