fbpx
კრიმინალი

“მოვკალი, რადგან არ მაძინებდა” – რას ამბობს რუსი, რომელმაც ქართველი პატიმარი ცემით მოკლა

საბერძნეთში, კერძოდ სერესის ციხეში მომხდარი სასტიკი დაპირისპირების შესახებ დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა პატიმარმა ქართველი იმის გამო მოკლა, რომ მას ძილის საშუალებას არ აძლევდა.

როგორც უკვე ვიცით, რუსი და ქართველი პატიმრები ციხის ერთ საკანში ისხდნენ და ორივე ქურდობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

რუსეთის მოქალაქე  ამტკიცებს, რომ მათ შორის დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა რაიმე სხვა, არამედ მხოლოდ ის, რომ საქართველოს მოქალაქე ხმაურობდა, ის კი ამის გამო ვერ იძინებდა. გაბრაზების ფონზე რუსმა ცემა დაუწყო და თავის და კისრის არეში ძლიერი დარტყმების გამო, ქართველი პატიმარი გარდაიცვალა.

საქმეს პროკურატურა კიდევ ერთხელ განიხილავს.

onalem

ტესტ