fbpx
კრიმინალი

“ნარკობანდაში იყო გახვეული და კაროლაინმა ეს იცოდა, ნარკოტიკები ვერტმფრენით გადაჰქონდა” – კაროლაინის მამა პირველად აკეთებს მსგავს განცხადებას

კაროლაინის მამამ, დეივიდ ქრაუჩმა, მედიასთან პირველად ისაუბრა და პირველად აღნიშნა მიზეზები, რომელთა გამოც, მისი აზრით, ხარალამბოს ანაგნოსტოპულომ ახალგაზრდა მეუღლე მოკლა. მისი განცხადებით, ანაგნოსტოპულო გარეული იყო ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბანდაში და ეს კაროლაინმა კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ მოხდა მკვლელობაც.

“ზუსტად ვიცი, რატომ მოკლა ამ ადამიანმა ჩემი შვილი. იცით, რომ ნარკობანდაში იყო გარეული?! არსებობს რესტორანი, რომელშიც ისინი საკმაოდ ხშირად დადიოდნენ, მისი მფლობელი ნარკოტიკებით ვაჭრობით იყო დაკავებული და სჭირდებოდათ პილოტი, ადამიანი, რომელიც ამ ნივთიერებებს ვერტმფრენით გადაიტანდა და გადმოიტანდა.

ეს იყო სამუშაო, რომლისთვისაც ანაგნოსტოპულოს დიდ ფულს უხდიდნენ. ამასთანავე იმდენად სულელი იყო, რომ კაროლაინს ყველაფერი მოუყვა, ის კი, ვინაიდან აბსოლუტურად კანონმორჩილი ადამიანი იყო, უთხრა, რომ თუარ შეწყვეტდა ამ საქმიანობას, ფილიპინებში წავიდოდა. ბაბიმ ბანდას უთხრა, რომ მათთან კავშირის გაწყვეტა უნდოდა, რისი მიზეზიც ჰკითხეს და მანაც უპასუხა, რომ მიზეზი კაროლაინის რეაქცია იყო. 

როგორც ირკვევა, ბანდის წევრებმა უთხრეს, რომ თუ კაროლაინი დაშორდებოდა, პრობლემა იქნებოდა, ვინაიდან ეს ინფორმაცია ეცოდინებოდა და ერთ დღეს იტყოდა, სწორედ ამიტომ მისგან უნდა “გათავისუფლებულიყვნენ”. 

ამ ყველაფრის თქმას პოლიციაში აზრი არ ჰქონდა. ეს ადამიანი გასამართლებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით და მაქსიმალური სასჯელი აქვს. ამბავი ჩემთვის აქ მთავრდება,” აცხადებს მამაკაცი.

onalem

ტესტ