fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტაზე დააკავეს პაკისტანელი, რომელიც რამდენიმე ბიზნესს ფლობდა, ძვირადღირებული მანქანით დადიოდა და ბერძნებს ოსტატურად ძარცვავდა

ირაკლიოს პოლიციამ გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ კრიმინალური ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, რომელიც სულ ახლახანს გაშიფრეს, პაკისტანელი მამაკაცი იყო და ის ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა დანაშაულებში.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, 37 წლის პაკისტანელი კრეტაზე მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა, ფლობდა რამდენიმე ბიზნესს და ძვირადღირებული მანქანით დადიოდა. ზოგადად, პაკისტანელი საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდა, მაგრამ მისი შემოსავლები არ უკავშირდებოდა მხოლოდ ბიზნესიდან გამომუშავებულ ფულს, არამედ კრიმინალური ორგანიზაციის “ნადავლსაც”.

როგორც უკვე ცნობილია, ატიკასა და კრეტაზე გაშიფრული კრიმინალური ორგანიზაცია იპარავდა თანხებს ოსტატური გზით ანგარიშებიდან, ონლაინ ბანკინგზე წვდომის საშუალებით. ისინი აღნიშნული საქმიანობით მრავალი თვის მანძილზე იყვნენ დაკავებულები.

პაკისტანელის პარტნიორი თაღლითურ საქმიანობაში იყო 48 წლის მამაკაციც, რომელიც ომონიის ქუჩებში ცხოვრობდა და თანხების მოსაპარად თავს ბიზნეს დაწესებულებების მმართველად ასაღებდა.

კრიმინალური ორგანიზაციის მსხვერპლი გახდნენ ბერძნები სხვადასხვა რეგიონებიდან, მოპარული თანხის ოდენობა კი 120.000 ევროს აჭარბებს.

onalem

ტესტ