fbpx
საბერძნეთი

პატისიონზე საბერძნეთის პოლიციამ 25 ადამიანი აიყვანა – გამზრიზე ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია

რამდენიმე საათის წინ ათენის ცენტრში, კერძოდ, პატისიონის გამზირზე, პოლიციასა და ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. ათენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მობილიზდა კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც ბარიკადები მოაწყო პატისიონზე და პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პატისიონიდან სულ მცირე 25 ადამიანი აიყვანეს, ხოლო ტრანსპორტის გადაადგილება, რაც შეზღუდული იყო, უკვე აღდგენილია ორივე მიმართულებით.

პოლიციის ოფიციალური ცნობებით, ოფიცრები იძულებულნი გახდნენ ემოქმედათ მათი აგრესიის შესაჩერებლად.

onalem

ტესტ