fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის საგადასახადო სამსახურმა პენსიონერის სახლი აუქციონზე გაიტანა

საგადასახადო სამსახურმა პენსიონერი ქალის სახლი აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. საცხოვრებელი ბინა აუქციონზე ვალის გამო მოხვდა, რომელიც 15, 000 ევროს შეადგენს. ეს არის 43 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სახლი.

ქალბატონმა ბებონიმ ტელეკომპანია ANT1-ზე, გადაცემაში “Καλημέρα Ελλάδα” ისაუბრა. მისი თქმით, მის მიერ აღებული ვალი 10, 000 ევროს უდრის, პროცენტი 5, 000 ევროს, ხოლო 2, 000 ევრო საგადასახადო სამსახურის მიერ დაშვებული შეცდომის გამო დაემატა, რომელიც თავის დროზე არ გაირკვა. ამასთანავე, მოხუცი აღიშნავს, რომ მისი პენსიიდან თანხა იქვითება და ახლა ის 588.26 ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სახლის რეალური ღირებულება 20, 000 ევროა.

ამ დროისთვის 65 წლის ბებონი უკვე გასახლებულია და ის თავისმა მეზობლებმა შეიფარეს. აუქციონი ელექტრონულად ტარდება.

იხილეთ გადაცემა:

onalem

ტესტ