fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 4 წლის ბიჭი სახლიდან გავიდა და 200 მეტრი ისე გაიარა, რომ არავის გაკვირვებია მისი მარტო ყოფნა

ეს შემთხვევა ფილმს მოგაგონებთ პატარა ბიჭზე, რომელიც სახლიდან სრულიად მარტო გავა და ოჯახი სასოწარკვეთილი ეძებს მას. ამჯერად მსგავსი შემთხვევა ალექსანდრუპოლში ხდება და მთავარი გმირი 4 წლის ბავშვია.

როგორც ირკვევა, 4 წლის ბიჭი სახლიდან მშობლებისგან შეუმჩნევლად გავიდა და საღამურების ამარა ფეხშიშველი მისეირნობდა ქუჩებში. რაც ყველაზე უცნაურია, მან დაახლოებით 200 მეტრი ისე გაიარა, რომ არცერთ ადამიანს გარშემო არ გაკვირვებია, რომ ბავშვი მარტო დადიოდა.

საბოლოოდ, გამოჩნდა 42 წლის მამაკაცი, რომელიც ბავშვის მარტო დანახვისას რეაგირება მოახდინა, მაშინვე მანქანაში ჩასვა, თავისი ტანსაცმელი და წინდები ჩააცვა, რათა გაეთბო და შემდეგ პოლიციას შეატყობინა.

რამდენიმე ხანში ადგილზე მივიდა ბავშვის დედა, რომელიც უკიდურესად ღელავდა შვილის გამო და სახლში წაიყვანა. საბედნიეროდ, პატარას ამბავი კარგად დასრულდა, ხოლო კითხვაზე, თუ რის გამო გავიდა სახლიდან, თქვა, რომ ბებიის სახლში უნდოდა წასვლა.

 

onalem

ტესტ