fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალმა გაიღვიძა, მისაღებ ოთახში გამოვიდა და დივანზე მძინარე ქურდი დახვდა

დაუჯერებელი შემთხვევა თესალონიკში მოხდა, ამბის მთავარი გმირი კი მაროკოელი მამაკაცია, რომელიც ერთ-ერთ ბინაში საქურდლად შეიჭრა.

ეს არ ყოფილა კლასიკური ქურდობა, რადგან მას შემდეგ რაც ახალაგზრდამ სახლი გადაატრიალა და გაჩხრიკა, გადაწყვიტა, რომ იქვე მდგომ დივანზე დაეძინა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ადგილზე იმყოფებოდა სახლში მცხოვრები ქალიც, რომელსაც ეძინა და როდესაც გაიღვიძა და მისაღებ ოთახში გამოვიდა, დივანზე მძინარე ქურდი დახვდა.

ცხადია, ქალმა დაუყოვნებლივ პოლიცია გამოიძახა და მაროკოელი მამაკაცი დააკავეს. მას აღმოუჩინეს დანა, მცირე რაოდენობის მარიხუანა და თანხა, რომელიც მოპარული იყო.

ახალგაზრდა თესალონიკის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ