fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ვაქცინის გარდა, ახალი წამალი, კორონავირუსის წინააღმდეგ, აბების სახით – ათანასიოს დიმოპულოს განცხადება

პროფესორმა, ათანასიოს დიმოპულომ განაცხადა, რომ სულ მალე მოსახლეობას წვდომა ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე, რომელიც იქნება აბების სახით და შესაბამისად, პაციენტები მას ორალური გზით მიიღებენ. ეს წამალი გამოყენებულ იქნება კორონავირუსით დაავადებული ადამიანების მიერ, მათ ორგანიზმში ვირუსის პროგრესირების თავიდან ასაცილებლად. ფაქტობრივად, ისე, როგორც ეს ხდება გრიპის ვირუსის შემთხვევებში.

“ბოლოს ჩატარებულ კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ Pfizer აწარმოებს ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც სულ მალე გადავა კლინიკური შემოწმების ფაზაში. აღნიშნული წამალი ეფექტური იქნება, რადგან ინფიცირებულ ადამიანებს აღარ დასჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და სახლი პირობებში ჩაიტარებენ მკურნალობას. 

სამომავლოდ შეიქმნება კიდევ სხვა პრეპარატები, ვაქცინასთან ერთად, რომლებიც შეაჩერებენ ვირუსის პროგრესს ორგანიზმში. ცხადია, ეს აბები არ იქნება ხელმისაწვდომი დაუყოვნებლივ, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს შემოწმებები.”

ამრიგად, რამდენიმე თვეში შესაძლებელი იქნება, რომ ვაქცინის გარდა, კორონავირუსს ვუმკურნალოთ აბების საშუალებითაც, რაც ერთის მხრივ დაეხმარება მოსახლეობას და მეორეს მხრივ, შეამცირებს ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე.

 

onalem

ტესტ