fbpx
საზოგადოება

დღეს საბერძნეთში 189 ჰოლანდიელი ტურისტი ჩამოვა – საპილოტე ტურიზმი აქტიურ ფაზაშია

მედიის ინფორმაციით, დღეს, საპილოტე ტურისტული პროგრამის ფარგლებში, საბერძნეთს ჰოლანდიელი ტურისტები ეწვევიან.

ჰოლანდიელები კუნძულ როდოსზე საღამოს 17:40 საათზე ჩაფრინდებიან და როგორც ირკვევა, 19 აპრილამდე დარჩებიან. პროგრამაში მონაწილეობს სხვადასხვა ასაკის 189 ტურისტი.

ცნობილია, რომ ყველა მათგანს გაკეთებული აქვს PCR ტესტი კორონავირუსზე და თან ექნებათ უარყოფითი პასუხები, ხოლო შემდეგ, კუნძულის დატოვებამდე სამი დღით ადრე, ჩაუტარდებათ კიდევ ერთი PCR ტესტი, ხოლო ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე სწრაფი ტესტი, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.

ტურისტებს საშუალება ექნებათ თავისუფლად იმოძრაონ როდისის მასშტაბით და ასევე დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობას მხოლოდ ისინი მიიღებენ და არავინ სხვა.

სასტუმრო,  Mitsis Grand Beach Hotel, რომელიც მათ მიიღებს, მკაცრად დაიცავს პროტოკოლის ყველა წესს.

onalem

ტესტ