fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: შობას 24, 500 ოჯახი ელექტრო ენერგიის გარეშე გაატარებს

ჯერჯერობით ბოლო ოჯახი, რომელსაც ელექტრო ენერგია გადაუხდელობის გამო ჩაუჭრეს, კუნძულ კრეტაზე ცხოვრობს. მათ ოთხი შვილი ჰყავთ და შობას არათუ მდიდრულ სუფრასთან ჯდომაზე, არამედ სინათლის ქონაზე ოცნებობენ. თუმცა, მათ გარდა, საბერძნეთის მასშტაბით შობას ელექტრო ენერგიის გარეშე კიდევ 24, 500 ოჯახი შეხვდება.

“მე არაფერი მინდა ჩემთვის, მხოლოდ ჩემი შვილებისთვის. შობას სინათლის და გათბობის გარეშე შევხვდებით. ისიც კი არ შეგვიძლია, რომ სხვა ადამიანების მსგავსად, უბრალოდ შხაპი მივიღოთ. როცა ჩემი ორი ბიჭი სახლში დაბრუნდება, არვიცი რა ვუთხრა მათ,” ამბობს 47 წლის ქალი.

მისი ორი შვილი, 18 და 20 წლის ბიჭები, თესალონიკში სწავლობს, ისინი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ და ასევე უნივერსიტეტის რესტორანში იკვებებიან,  ხოლო 15 წლის გოგონა და 17 წლის ბიჭი დედასთან ერთად ცხოვრობენ.

“ჩვენ არ გვინდა საჭმელი, რომელსაც ეკლესია გვიგზავნის, ჩვენ გვინდა თანხა, რათა დენის დავალიანება გადავიხადოთ და მჭირდება სამუშაო, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელო,” აცხადებს 4 შვილის დედა, რომელიც კრეტას მთიან რეგიონში ცხოვრობს და არაფრის იმედი არ აქვს.

onalem

ტესტ