fbpx
საზოგადოება

“ბავშვის დატოვება ომონიაზე ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი… დროის დაბრუნება, რომ შემეძლოს…” – 24 წლის ქართველი გოგოს ჩვენება

24 წლის გოგოს ჩვენების დეტალებს ბერძნული მედია ავრცელებს. მან დეტალურად აღწერა, თუ რა გააკეთა მას შემდეგ, რაც ბავშვი გადააგდო. როგორც ირკვევა ბავშვის დატოვება თავიდან ომონიაზე სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და შემდეგ კალამატაში დაბრუნდა.

“ბავშვი ქაღალდის ჩანთაში ისევე ჩავსვი, როგორც მყავდა, ჩაცმული და საბანში შეხვეული. ნაგავში დაუფიქრებლად ჩავაგდე და შიგნით ჩავიხედე. ჩანთას ვხედავდი, მაგრამ ბავშვის თავს ვერა, ცოტა სინათლე იყო. არ გამიგია, რომ ეტირა, შეიძლება იტირა კიდეც, მაგრამ არ გამიგია ხმა. დავხურე და ტირილით წავედი. არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. უიმედოდ ვიყავი…

შემდეგ ეკლესიაში წავედი და გამუდმებით ვტიროდი. როცა გარეთ გამოვედი, პოლიციელებმა მიპოვეს და მათ მაშინვე მოვუყევი რაც მოხდა, ვკითხე, თუ იცოდნენ, როგორ იყო ბავშვი. მათ მითხრეს, რომ კარგად იყო და ამოვისუნთქე. არ ვიცი, ეს რატომ და როგორ გავაკეთე. დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, ბავშვს არასდროს გადავაგდებდი…” ამბობს ქართველი გოგო.

როგორც უკვე ცნობილია, ის დააპატიმრეს და სასამართლო პროცესის ჩატარებამდე, წინასწარი დაკავების საკანში იქნება.

onalem

ტესტ