fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ფენომენი “ზინოვია” თოვლს ატიკის რეგიონშიც “მოიტანს”

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ფენომენი, რომელიც ამჟამად საბერძნეთში მძვინვარებს, თოვლს ატიკის რეგიონშიც კი გამოიწვევს.

კლიმატური ფენომენი, სახელად ზინოვია ძირითადად აქტიურია აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში, სადაც წვიმა და თოვლია მოსალოდნელი. ასევე, ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კრეტას რამდენიმე ნაწილში.

თოვლი მოსალოდნელია ვიოტიაში, ფთიოტიდაში, ევიის ჩრდილოეთით, მაგნისიასა და ატიკის რეგიონის შედარებით მაღალმთიან ნაწილში. პერიოდული თოვაა ნავარაუდევი თრაკიშიც.

კვირას ღამიდან ითოვებს სტერეას ცენტრალურ ნაწილში, თესალიაში, ხალკიდიკიში და შესაძლოა დასავლეთ მაკედონიაშიც.

ეგეოსის ზღვაზე მოსალოდნელია ჩრდილოეთის ძლიერი ქარი.

 

onalem

ტესტ