fbpx
საზოგადოება

პედოფილიაში ბრალდებული დიმიტრის ლიგნადისი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პედოფილიაში და სერიულ გაუპატიურებაში ბრალდებული დიმიტრის ლიგნადისი ტრიპოლის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. პატიმარი სპეციალური ფურგონით მივიდა ადგილზე.

როგორც ირკვევა, ლიგნადისი ფსიქიატრიული შეფასების მიზნით მიიყვანეს საავადმყოფოში, რაც ჩვეულებრივ თან სდევს მსგავსი ბრალდებით დაკავებას. ხოლო 1 საათის შემდეგ თავის საკანში დააბრუნეს.

მისი ადვოკატი, ალექსის კუგია ითხოვს, რომ ჩატარდეს ერთ-ერთი მომჩივნის ჯვარედინი დაკითხვა, რომელიც მის კლიენტს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. უჩვეულოა, მაგრამ ამდენი ადამიანის საჩივრის ფონზეც კი, კუგია ამტკიცებს, რომ საქმეში არ არსებობს პედოფილია და რომ ლიგნადისი უდანაშაულოა.

onalem

ტესტ