fbpx
საზოგადოება

ცნობილმა ბიზნესმენმა საკუთარ დაკეტილ კაფეში, კარანტინის გამო თავი ჩამოიხრჩო

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია ვოლოსში მოხდა, სადაც 62 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქის ცენტრში ცნობილ კაფეს ფლობდა, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ირკვევა, რომ ის, კარანტინის გამო, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით ამიტომ დაასრულა.

პოლიციის ცნობით, მან დატოვა წერილი, რომლის ზუსტი შინაარსიც მედიისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მთავარი ხელჩასაჭიდი არის სოციალურ ქსელში მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული სტატუსი, რომელშიც წერდა:

“ბოლოს არ ვიცი, რამდენი გადაურჩება ამ ტრაგიკულ და არასრულყოფილ ზომებს, რომლებიც მიიღეს დიქტატორებმა, რომელთაც არაფერი აქვთ დასაკარგი საკუთარი ხელფასიდან. კიდევ რამდენი ბიზნესი განადგურდება. ის, რაც ყველაზე საშიშია, ვიტყვი აინშტაინის სიტყვებით: “ხალხი დაიტანჯება არა იმათგან, ვინც ბოროტებას აკეთებს, არამედ იმათგან, ვინც ხედავს ამას და არაფერს ამბობს.”

onalem

ტესტ