fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ცნობილი ბიზნესმენი საკუთარ კაფეში, რომელიც დაკეტილი იყო, ჩამომხრჩვალი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ვოლოსელი ბიზნესმენი საკუთარ მფლობელობაში არსებულ კაფეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ირკვევა, რომ 62 წლის მამაკაცს ოჯახი რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდა. ის არ პასუხობდა ტელეფონს და საბოლოოდ, საკუთარ კაფეში, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არსებული ცნობებით, მამაკაცს არ ჰქონია ფინანსური ან რაიმე ისეთი პრობლემა, რის გამოც შეიძლებოდა ამ ზომამდე მისულიყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა, ამიტომ, პოლიციას ჯერჯერობით არ აქვს ხელჩასაჭიდი.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება, კრიმინალური დანაშაულის გამოსარიცხად.

ცხადია, კაფე, რომელშიც ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს, კარანტინის პირობების გამო, დაკეტილი იყო.

onalem

ტესტ