fbpx
საზოგადოება

როგორ დაიღუპა ათენის საბავშვო ბაღში პოლიციელის 2 წლის შვილი?!

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში 2 წლის ბიჭი სადილის მირთმევისას დაიხრჩო. როგორც ცნობილი ხდება, მას ბარდა გადასცდა.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, მისი სიკვდილის მიზეზი ტვინის შეშუპება გახდა. 2 წლის ბავშვი საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა და გარდაიცვალა.

ექიმების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, მას გაუწიეს პირველადი დახმარება, თუმცა, სიკვდილის მიზეზი ტვინის შეშუპება გახდა, რომელიც მდგომარეობის ოდნავი დასტაბილურების შემდეგ, რამდენიმე საათში განუვითარდა.

როგორც ცნობილია, მცირეწლოვანი ბერძენი პოლიციელის ვაჟი იყო, რომელსაც ატიკის პოლიციის დეპარტამენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

onalem

ტესტ