fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ 57 ემიგრანტის გადმოყვანის ბრალდებით 4 მამაკაცი დააპატიმრა

საბერძნეთის პოლიციამ კიდევ ერთ მასშტაბურ საქმიანობას მოუღო ბოლო. დაკავებულია 4 უცხოელი მამაკაცი, რომელსაც ქვეყანაში დაახლოებით 57 ემიგრანტი უკანონოდ ჰყავდა გადმოყვანილი და ცხადია, ამაში თანხები აიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ გადმოყვანის პროცესი სულ ოთხჯერ განახორციელეს.

დაკავებულები 22, 32, 43 და 59 წლის მამაკაცები არიან, რომელთა ეროვნებაც არ ხმაურდება.

გარდა აღნიშნული კანონდარღვევისა, ბერძნული სასამართლო მათ საბუთების გაყალბების ბრალდებითაც გაასამართლებს. ამასთანავე, მოძრაობდნენ მანქანის ყალბი სანომრო ნიშნებით.

32 წლის დაკავებულს არ აღმოაჩნდა არც მართვის მოწმობა.

onalem

ტესტ