fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

“თქვენც მოგკლავთ და თქვენს შვილებსაც ” – იდუმალებით მოცული საქმე კრეტაზე

მუქარების შესახებ, რომლებსაც კრეტაზე მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი იღებს, მათ ახლახანს ისაუბრეს. საქმე ეხება მამაკაცს, 64 წლის იანის პოლიუდაკისს, რომელიც 4 წლის წინ გაუჩინარდა და მას შემდეგ ოჯახს მასზე არაფერი სმენია.

ხანიას საზოგადოება და თავად მამაკაცის ოჯახიც დარწმუნებულია, რომ პოლიუდაკისის გაუჩინარება მკვლელობას უკავშირდება. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ საქმის ბნელი მხარეები გამოააშკარავა.

როგორც ჩანს, მისმა ძმებმა, რომლებიც ამ ვერსიის საფუძველზე ცდილობენ რაიმეს გარკვევას, კონკრეტული პირები ძალიან შეაწუხეს და სწორედ ამის გამო საშინელ მუქარებს იღებენ. ისინი ასე ჟღერს:

“ლაპარაკსა და ძიებას თუ არ შეწყვეტთ, თქვენც მოგკლავთ და თქვენს შვილებსაც. თქვენი ძმის ძვლებისგან გაკეთებულ წვნიანს მიიღებთ.”

ამის შემდეგ, ცხადია, კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ მამაკაცი მოკლეს, მაგრამ ჯერჯერობით მკვლელის ვინაობის დადგენა შეუძლებელია.

“ჩვენ არ გვეშინია მუქარების. ჩვენ ძებნას გავაგრძელებთ და კითხვებზე პასუხებს მივიღებთ. ფეხზე 6 ოჯახი ვდგავართ,” ცხადებენ დაკარგული მამაკაცის ძმები ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში.

პოლიცია და ოჯახი 4 წლის მანძილზე განუწყვეტლივ ეძებს მამაკაცს, თუმცა, მთელი ამ დროის მანძილზე, ხელმოსაჭიდი არაფერია.

იანის პოლიუდაკისი

onalem

ტესტ