fbpx
კრიმინალი

ორმა ბერძენმა ოფისის ძარცვისას 10.000 ევროს ღირებულების ნივთები და ნაღდი ფული მოიპარა

საბერძნეთის პოლიციამ ერთ-ერთი მასშტაბური ძარცვის საქმე გახსნა, ქურდები კი ბერძნები აღმოჩნდნენ. მათ ვერიაში ერთ-ერთი ოფისი გაძარცვეს, საქმე კარგად შეასრულეს, დიდი რაოდენობის “ნადავლი” აიღეს და გაუჩინარდნენ. მაგრამ ბოლომდე არ გაუმართლათ, რადგან გუშინ ისინი პოლიციის ხელში აღმოჩნდნენ.

საქმე ეხებათ 24 და 28 წლის ბერძნებს, რომლებმაც კარგად იცოდნენ, თუ რას ინახავდა ოფისის მეპატრონე შიგნით, ორ სეიფს, რომელშიც ძვირფასი მონეტები იდო და ცალკე თანხა, 10.000 ევროს ოდენობით. თუმცა, ცალკე მონეტების ღირებულებაც ასევე 10.000 ევროა.

დაკავების შემდეგ, 28 წლის ბერძენის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას მონეტები ამოიღეს და მეპატრონეს დაუბრუნეს, მაგრამ რაც შეეხება თანხას, პოლიციამ ამ დრომდე არ იცის, თუ სად წაიღეს მათ ამდენი ფული. დამნაშავეებს ხელზე მხოლოდ 245 ევრო აღმოაჩნდა.

გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ სად არის მოპარული თანხა.

onalem

ტესტ