fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: 38 წლის დამლაგებელი ქალი 23 ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში 38 წლის ქალი დააპატიმრეს, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა. მისი დაახლოებით 1.100 ევრო აღმოუჩინეს, თუმცა, მის მიერ წაღებული ნივთების საერთო რაოდენობა და თანხა გაცილებით დიდია.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ის ორი თვის მანძილზე, აგვისტოსა და სექტემბერში, სხვადასხვა მაღაზიებში მუშაობდა და საერთო ჯამში 23 ძარცვა ჩაიდინა. ძირითადად იპარავდა საფულეებსა და მობილურ ტელეფონებს.

პოლიციამ გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ მას წვდომა ჰქონდა ისეთ ადგილებთან, სადაც უცხო პირი ვერ შევიდოდა, გამომდინარე აქედან, ბრალი რამდენიმე ხანში დაუმტკიცდა.

38 წლის დამლაგებელი თესალონიკის პროკურატურაში გადაიყვანეს.

მისი ეროვნება ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ