fbpx
კრიმინალი

პატისიონი: პოლიციამ 25 წლის ემიგრანტი მამაკაცის შემოწმება სცადა, ის კი გაიქცა

როდესაც 25 წლის მამაკაცი მიხვდა, რომ პოლიცია მისკენ შესამოწმებლად მიდიოდა, პანიკაში ჩავარდა და გაქცევა სცადა. საბოლოოდ კი, მაინც დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი პატისიონისა და ანტონიადუს ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ უცხო ქვეყნის 25 წლის მოქალაქეზე ეჭვი მიიტანა და შესამოწმებლად მისკენ წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ის გაიქცა, რამდენიმე წუთიანი ოპერაციის შედეგად მაინც დააკავეს.

როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა ემიგრანტ მამაკაცს ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება და მისი დაკავება ოპერაციული გეგმის ფარგლებში მოხდა. ის აქამდეც იძებნებოდა.

დაკავებისას მას აღმოუჩინეს:

  • 20 პაკეტი ჰეროინი – 20.7 გრამი
  • 8 პაკეტი მეტამფეტამინი – 7.9 გრამი.

    დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს, მისი ეროვნება უცნობი რჩება.

onalem

ტესტ