fbpx
კრიმინალი

ბავშვის კიდევ ერთი გატაცება, ამჯერად ათენში – ახარნონიდან 10 წლის გოგონა გაუჩინარდა

მას შემდეგ, რაც თესალონიკში გაუჩინარებული 10 წლის მარკელა იპოვეს, ასევე 10 წლის სხვა გოგონა, იოანა, ათენში, ახარნონიდან გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, გოგონა გუშინ საღამოს ნაყინის საყიდლად, სახლთან ახლოს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

არსებული ცნობებით, იოანა დღეს დილით სრულიად სხვა სახლში იპოვეს, საკუთარიდან საკმაოდ მოშორებით. გოგონა ამბობს, რომ მას უცნობი ქალი იმ სახლში მაკიაჟს უკეთებდა, თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე, უფრთხილდებოდნენ თუ არა მას, პასუხობს, რომ არა.

მისი მამა ამბობს, რომ გოგონა ბოსკიზას ტერიტორიაზე, სკვერში, ნაყინის საყიდლად წავიდა და სწორედ მას შემდეგ გაქრა. თუმცა, მისთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომ დედის გარეშე სახლიდან მოშორებით არსად უნდა წასულიყო.

ეს საქმეც, ისევე როგორც 10 წლის მარკელას საქმე, უჩვეულოა, რადგან ორივე გოგონა უვნებელია და ფაქტობრივად, გამტაცებელმა ორივე თავად გაუშვა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორივე საქმეში ფიგურირებს ბავშვებისთვის უცნობი ქალი.

 

onalem

ტესტ