fbpx
კრიმინალი

საზარელი შემთხვევა საბერძნეთში: 23 წლის პაკისტანელი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იპოვეს

სურათი, რომელიც მკვლელობის ადგილზე დახვდათ, გამოცდილი ოფიცრებისთვისაც კი უმძიმესი სანახავი იყო. წარმოუდგენელი სისასტიკით არის მოკლული 23 წლის პაკისტანელი, რომელიც ლასითიში, ალმიროს სანაპიროზე იპოვეს. გვამის გვერდით იყო ჩაქუჩი და დანა – ორივე მკვლელობის იარაღია.

კრეტაზე საზოგადოება მომხდარმა შეძრა. ამლიროს სანაპიროზე ახალგაზრდა პაკისტანელის ცხედარი გუშინ დილით იპოვეს. როგორც ირკვევა, მკვლელმა მას ჩაქუჩი თავის არეში ურტყა და ეს იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ განადგურებულია არა მხოლოდ თავის ქალა და კისრის არე, არამედ დაზიანებულია თვით ჩაქუჩის ტარიც კი. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ჭრილობები დანით მიაყენა.

პაკისტანის 23 წლის მოქალაქე კრეტაზე, აგიოს ნიკოლაოსში ბოლო სამი წლის მანძილზე ცხოვრობდა და მუშაობდა. მას ახასიათებენ, როგორც ძალიან მეგობრულ ადამიანს, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობდა.

პოლიცია, მისი მეგობრების დაკითხვის საფუძველზე, ცდილობს დაადგინოს, თუ ვისთან ჰქონდა მას უთანხმოება და ვის შეიძლება ჰქონოდა მისი მოკვლის მოტივი.

 

 

onalem

ტესტ