fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის ციხიდან გაიქცა ემიგრანტი პატიმარი, რომელიც უსაბუთობის და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით იყო დაკავებული

46 წლის მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობდა, კრიმინალური ორგანიზაციის, უსაბუთობის და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით იყო დაკავებული და 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამავე დროს, სასამართლომ დააკისრა ჯარიმა 40.500 ევროს ოდენობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრანტი პატიმარი სარგებლობდა სპეციალური უფლებით, რომელიც ციხის რამდენიმე დღით დატოვებას გულისხმობს. მას მისცეს ნება 9 დღით დაეტოვებინა საკანი, თუმცა, უკან აღარ დაბრუნებულა.

როგორც ცნობილია, პატიმარი ციხეში პარასკევს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, პოლიციამ მის კვალსაც ვერ მიაგნო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

onalem

ტესტ