fbpx
კრიმინალი

იგუმენიცა: სასტიკი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე

ცივსისხლიანი მკვლელობა იგუმენიცაში 26 აპრილს, გამთენიისას  მოხდა. კერძოდ, 59 წლის მეხანძრემ 49 წლის მამაკაცს ესროლა, რადგან ის თავისი 48 წლის ცოლის მანქანაში დაინახა.

ასევე ცნობილია, რომ მამაკაცმა ცოლის მიმართულებითააც ისროლა და ფეხში დაჭრა. ინციდენტი ქალაქის შუაგულში მოხდა.

ეჭვით შეპყრობილმა მამაკაცმა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თავად გამოიძახა პოლიცია დასახმარებლად.

თვითმხილველთა თქმით, ორი მამაკაცი და ერთი ქალი რამდენიმე საათის მანძილზე კამათობდნენ, ხოლო შემდეგ კამათი ხმამაღალ ჩხუბში გადაიზარდა.

მსხვერპლი ორი შვილის მამაა. პოლიცია მკვლელობის ყველა გარემოებას იძიებს.

onalem

ტესტ