fbpx
საზოგადოება

10 წლის მარკელას იდუმალებით მოცული გატაცება თესალონიკში: “ხელბორკილებიც კი დამადო”

თესალონიკში გაუჩინარებული 10 წლის გოგონა, მარკელა, დღეს დილით, დაახლოებით 09:00 საათზე, ერთ-ერთმა გამვლელმა ქალმა, კატერინა სერაფიმიდუმ, კალამარიაში იპოვა. ქალის თქმით, ბავშვი შოკურ მდგომარეობაში იყო, ტიროდა და “დაკარგულივით” გამოიყურებოდა.

“მუდმივად დედას ითხოვდა. როგორც კი დავამშვიდე, ვკითხე, სად იყო და მითხრა, რომ ქალი, რომელმაც ის წაიყვანა, უცნობი იყო მისთვის. მანვე დატოვა ის გარეთ და 30 ევრო მისცა, რომ ეს ყველაფერი არავისთვის მოეყოლა. შემდეგ ვკითხე, დაუშავა თუ არა რამე და მიპასუხა, რომ კი. ასევე მითხრა, რომ იმ ქალმა ხელბორკილებიც კი დაადო. შემდეგ ხელები და ნაკვალევი მაჩვენა. როცა ვუთხარი, რომ მას რამდენიმე დღე ვეძებდით და ამაზე მითხრა, რომ დღეს დილით დაიკარგა. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვს არ ჰქონდა კარგი კომუნიკაცია და რომ სხეულის უკანა ნაწილში გარკვეული ტკივილი აწუხებდა.”

სერაფიმიდუმდე იყო სხვა მამაკაციც, რომელმაც პირველმა დაინახა, როგორ მიდიოდა მარკელა ქუჩაში მარტო. მან ჰკითხა, თუ სად მიდიოდა შაბათს დღეს, ვინაიდან სკოლა არ ჰქონდა. ბავშვმა უპასუხა, რომ სახლში წასვლა უნდოდა. შემდეგ სახელი ჰკითხა და როცა უპასუხა, რომ მარკელა ერქვა, მაშინვე მიხვდა, თუ ვინ იყო გოგონა. სწორედ ამის შემდეგ დაუძახა მამაკაცმა მეგობარ ქალბატონს.

როგორც ირკვევა, გოგონა ძალიან შეშინებულია და მხოლოდ და მხოლოდ სახლში დაბრუნება უნდოდა. ასევე, დაჟინებით ითხოვდა, რომ პოლიციაში არ დაერეკათ.

onalem

ტესტ