fbpx
კრიმინალი

ცნობილი ბერძენი ადვოკატი სკანდალში გაეხვა – მას 9-დან 14 წლამდე ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

ცნობილი ადვოკატი, რომლის ვინაობასაც მედია ჯერჯერობით არ ასახელებს, დიდ სკანდალში გაეხვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამი გოგონა მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ისინი ახლა უკვე 22-26 წლის არიან, თუმცა, ძალადობის დროს მათი ასაკი 9-დან 14 წლამდე იყო.

პირველი საჩივარი მის მიმართ 22 წლის არეტიმ შეიტანა, რომელიც აცხადებს, რომ ადვოკატმა მასზე 14 წლის ასაკში იძალადა. ფაქტმა, რომ არეტიმ ამის შესახებ ისაუბრა, როგორც ჩანს, ძალა მისცათ ამჟამად უკვე 24 და 26 წლის დებს, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც მისი მსხვერპლები არიან.

სასამართლო პროცესი 2022 წლის მარტშია დაგეგმილი. რაც შეეხებათ დებს, მათი თქმით, ადვოკატი მათი დედის პარტნიორი იყო და შესაბამისად, მისთვის ძალიან მარტივი იყო ახლო ურთიერთობაში შესვლა, საცხოვრებლად მათთან გადავიდა და ქალის არყოფნის დროს გოგონებზე ძალადობდა.

ახლა უკვე მოზრდილი დები ამბობენ, რომ საკმაო დრო დასჭირდათ, გაეაზრებინათ, რა ხდებოდა მათ თავს, ვინაიდან 9 და 11 წლის ასაკის იყვნენ და ვინაიდან პარალელურად ემუქრებოდა, ვერაფრის თქმას ვერ ბედავდნენ. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის იყო, რომ ეს ყველაფერი 3-4 წელი გრძელდებოდა.

თავის მხრივ, ადვოკატი 22 წლის არეტისა და მის მშობლებს ცილისწამებისთვის უჩივის.

onalem

ტესტ