fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი ამბავი საბერძნეთში: 12 და 14 წლის ბავშვებმა მოხუცი მამაკაცი 250 ევროს გამო მოკლეს

გამოძიების ხელმძღვანელობა გაოგნებული დარჩა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მკვლელობის საქმის უკან, რომელსაც 2 დეკემბრის შემდეგ იძიებდნენ, ორი არასრულწლოვანი იდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში 12 და 14 წლის ბავშვებმა 86 წლის მოხუცი საკუთარ სახლში სასტიკად სცემეს, რადგან მის გაძარცვას ცდილობდნენ. მამაკაცი საავადმყოფოში ოთხი დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ საბოლოოდ, მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. არასრულწლოვნებმა მისგან მხოლოდ 250 ევროს წაღება მოახერხეს.

ირკვევა, რომ ძარცვის გეგმის შემუშავებაში დიდი როლი მიუძღვოდათ ბავშვების 45 წლის ბებიას და მის 40 წლის პარტნიორს.

არასრულწლოვნების დაკავება 12 დღის შემდეგ მოხერხდა, როცა კამერების საშუალებით მათი იდენტიფიცირება მოხდა. ცნობილია, რომ ბავშვებმა დეტალურად აღწერეს მოხუცის სასიკვილოდ ცემის ეპიზოდი.

 

onalem

ტესტ