fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! 27 დეკემბერს ევროკავშირში კორონავირუსზე ვაქცინაცია იწყება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია სულ მალე იწყება და ეს მოხდება დეკემბრის თვეში.

კერძოდ, ლაიენმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ ვაქცინაცია დაიწყება 27, 28 ან 29 დეკემბერს, მანამდე კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წამლებს ოფიციალურად დაამტკიცებს.

განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ პროცესს ერთსა და იმავე დღეს დაიწყებენ, რისთვის საჭიროა, რომ უვკე დაიწყოს კამპანიაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით და მოსახლეობას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია.

მოსალოდნელია, რომ საბერძნეთში მედპერსონალის ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყოს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირის მასშტაბით არ აქვს ფაქტობრივი მნიშვნელობა, მოხდება ეს 27, 28 თუ 29 დეკემბერს, ინტერვალი არის ძალიან მცირე.

 

onalem

ტესტ