fbpx
კრიმინალი

“კუნძულიდან წამოყვანისას იღიმოდა, თითქოს, საკრუიზო გემზე იყო” – რას ჰყვება კაპიტანი?!

ხარალამბოს ანაგნოსტოპულოს უჩვეულო ქცევის შესახებ იმ ნავის კაპიტანიც კი ჰყვება, რომლითაც ის ალონისოდან სკიათოზე გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ იქიდან ვერტმფრენით ათენში, კერძოდ, პოლიციის მთავარ განყოფილებაში.

როგორც უკვე ცნობილია, მას საბერძნეთის პოლიციამ ალონისოზე ჩააკითხა და დაჟინებით მოსთხოვა გაჰყოლოდათ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს კაროლაინის ორმოცი იყო. მედიასთან საუბრობს იმ ნავის კაპიტანი, რომლითაც ცოლის მკვლელი სკიათოზე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს.

“მასზე უკეთესი მსახიობი ჯერ არ მინახავს. ის იღიმოდა მთელი მგზავრობის მანძილზე, თითქოს, საკრუიზო გემით სამოგზაუროდ მიდიოდა. არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ამ ადამიანს ცოლი ჰყავდა მოკლული და ცოტა ხნის წინ მის ორმოცზე იმყოფებოდა” – ამბობს დიმიტრის ანთიმოსი.

ხარალამბოს ანაგნოსტოპულო ამ დრომდე კორიდალოს ციხეში რჩება.

onalem

ტესტ