fbpx
საბერძნეთი

“ვაქცინაციას ვერ გავხდი სავალდებულოს, მაგრამ ქვეყანა ვერ დაიკეტება აუცრელთა გამო” – კირიაკოს მიცოტაკი

კირიაკოს მიცოტაკი საგანგებო სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობას მიმართა. პრემიერის თქმით, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების გარკვეული, მცირე ნაწილი აუცრელია, ქვეყანაში კარანტინი ვერ გამოცხადდება.

“მე არ შემიძლია, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გავხადო. ყელში ვერავის წავუჭერ. მაგრამ ქვეყანა არ დაიკეტება კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ საზოგადოების მცირე აუცრელი ნაწილი დაიცვას. 

რაც უფრო დავაგვიანებთ აცრას, მით მეტია შანსი, რომ დავდგეთ ისეთი მუტაციის წინაშე, რომელიც ვაქცინის მიმართ მეტად ამტანი და გამძლე იქნება. ეს ახლა გლობალურ დონეზე ყველაზე დიდი სამედიცინო საფრთხეა. 

მე გადავხედე ბოლო სამი თვის მონაცემებს და აპრილში, მაისსა და ივნისში ჩვენი 2.245 თანამემამულე ემსხვერპლა ვირუსს. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეკთებინათ ვაქცინა და ეს არ გააკეთეს. 

რაც შეეხება 150 ევროიანი ვაუჩერს, ახალგაზრდებისთვის, არ მესმის მათი, ვინც მადანაშაულებს, რომ ეს ხალხი მოვისყიდე. ნამდვილად გჯერათ, რომ ორ წელიწადში, როდესაც არჩევნები იქნება, ვინმეს ემახსოვრება ჩვენ მიერ გაღებული 150 ევრო?!”

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისიდან დახურულ სივრცეებში თავისუფლად შევლენ ვაქცინირებული პირები, ხოლო ისინი, ვისაც აცრა არ ექნება გაკეთებული, ვალდებულნი იქნებიან წარადგინონ ტესტის უარყოფითი პასუხი.

onalem

ტესტ